



ხარისხის მართვის სისტემები ISO 13485
სამედიცინო მოწყობილობები ISO 27001
ინფორმაციის უსაფრთხოება




საინფორმაციო ტექნოლოგიები ISO 14001
გარემოს დაცვის მენეჯმენტი ISO 45001
შრომის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება




სურსათის უვნებლობა ISO 37001
მექრთამეობის საწინააღმდეგო მენეჯმენტი ISO 50001
ენერგიის მართვის სისტემები









საქართველოს სერტიფიცირების ორგანიზაცია
ჩვენ ვართ კერძო საკონსულტაციო ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს საერთაშორისო სტანდარტებით (ISO) სერტიფიცირების სფეროში უფლებამოსილ ექსპერტებსა და სპეციალისტებს.
საქართველოს სერტიფიცირების ორგანიზაცია (GCO) საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობისა და სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად.
რა არის ISO სერტიფიცირება?
ISO სერტიფიცირება არის ოფიციალური აღიარება იმისა, რომ ორგანიზაცია აკმაყოფილებს კონკრეტული ISO სტანდარტის მოთხოვნებს და ადასტურებს ხარისხის მენეჯმენტის, გარემოზე პასუხისმგებლობის, ინფორმაციული უსაფრთხოების ან სხვა კონკრეტული სფეროების მიმართ.
რაში გამოიხატება ISO სერტიფიცირების უპირატესობები?
ISO სერტიფიცირება თითოეული კომპანიისთვის ქმნის ისეთ უპირატესობებს, როგორებიცაა მომხმარებელთა ნდობის გაზრდა, შიდა პროცესების გაუმჯობესება, რისკების მართვის ეფექტიანი სისტემა პოტენციური ხარჯების დაზოგვა, ახალ ბაზრებზე წვდომა და საერთაშორისო საუკეთესო მიდგომებთან შესაბამისობა.
როგორია ISO სერტიფიკატის მიღების პროცესი?
პროცესი, როგორც წესი, მოიცავს მომზადებას და კომპანიის მართვის სისტემის GAP ანალიზს, დოკუმენტაციის შემუშავებას, პროცესების დანერგვას, შიდა აუდიტს, გარე აუდიტს და მისი შედეგების საფუძველზე სერტიფიცირებას.
რა დროა საჭირო ISO სერტიფიკატის მისაღებად?
ISO სერტიფიკატის მიღების ვადები დამოკიდებულია ისეთ ფაქტორებზე, როგორებიცაა ორგანიზაციის სირთულე, ზომა, მზაობა და შერჩეული ISO სტანდარტის მოთხოვნები. სერტიფიცირებისათვის მზადების პერიოდი შეიძლება მერყეობდეს რამდენიმე თვიდან ერთ წელზე მეტამდე.
რა როლი აქვს ISO კონსულტანტს?
კონსულტანტი ახდენს კომპანიაში მოქმედი მართვის პრაქტიკის შეფასებას, სტანდარტის მოთხოვნებთან შესაბამისობის დონის გამოსავლენად. საჭიროების შემთხვევაში, კონსულტანტი ეხმარება შერჩეული ISO სტანდარტის დანერგვაში, დოკუმენტაციის შემუშავებაში, პერსონალის სწავლებაში, შიდა აუდიტების ჩატარებასა და გარე აუდიტებისთვის მომზადების პროცესში.
რა არის ISO სერტიფიკატის ღირებულება?
სერტიფიცირების მომსახურების ღირებულება განსხვავდება და დამოკიდებულია ისეთ ფაქტორებზე როგორიც არის, ორგანიზაციის ზომა, საქმიანობის სფერო და სირთულე, მდებარეობა, მოწვეული კონსულტანტის / აუდიტორის ანაზღაურება, და სერტიფიკაციისა და აკრედიტაციის ორგანოს ტარიფები.
ISO სერტიფიკაცია სავალდებულოა ჩვენი ინდუსტრიისთვის?
ზოგადად, ISO სერტიფიკატის მოპოვება ნებაყოფლობითია, თუ რომელიმე კონკრეტული დარგისათვის, სერტიფიცირება სავალდებულოდ არ არის მიჩნეული ადგილობრივი კანონმდებლობის მიხედვით. მიუხედავად ამისა, ბევრი ორგანიზაცია იღებს სერტიფიცირების გადაწყვეტილებას, ბიზნესში უპირატესი პოზიციონირებისთვის და ხარისხის მიმართ თავისი დამოკიდებულების დემონსტრირებისთვის.
შესაძლებელია ISO სერტიფიკატის მიღება კონსულტანტის გარეშე?
დიახ, შესაძლებელია ISO სერტიფიკატის მიღება კონსულტანტის მხარდაჭერის გარეშე, თუ კომპანიაში უკვე გყავთ ISO სტანდარტების მოთხოვნების შესრულების კონტროლზე პასუხისმგებელი კომპეტენტური პირი. კონსულტანტის ან პასუხისმგებელი კომპეტენტური პირის ჩართულობის გარეშე, პროცესი შეიძლება იყოს რთული და დროში გაწელილი, განსაკუთრებით ორგანიზაციებისთვის, რომლებსაც არ აქვთ წინარე გამოცდილება ISO სტანდარტების დანერგვაში. კონსულტანტი კომპანიებს, მნიშვნელოვნად ეხმარება სერტიფიცირების პროცესში პროფესიული შეფასების და რეკომენდაციების მეშვეობით, სერტიფიკატის მოპოვებას ამარტივებს და აჩქარებს.
რამდენად ხშირად არის საჭირო ISO სერტიფიკატის განახლება?
ISO სერტიფიკატი, გაიცემა სამი წლის ვადით. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, ორგანიზაციებმა ყოველწლიურად, უნდა გაიარონ საზედამხედველო აუდიტები სერტიფიკატის შენარჩუნების მიზნით. ხოლო, სერტიფიკატის სამწლიანი ვადის გასვლის შემდგომ, გაიარონ რესერტიფიცირების აუდიტი.
რა ხდება სასერტიფიკაციო აუდიტის დროს?
სასერტიფიკაციო აუდიტის დროს, დამოუკიდებელი სერტიფიკაციის ორგანო აფასებს ორგანიზაციის მენეჯმენტის სისტემას, პროცესებს და პრაქტიკებს შესაბამისი ISO სტანდარტების მიხედვით (მაგ., ISO 9001, ISO 14001, ISO 27001). აუდიტის პროცესი მოიცავს რამდენიმე ეტაპს, მათ შორის დოკუმენტების განხილვას, პერსონალთან ინტერვიუებს და სამუშაო ადგილზე ინსპექტირებას. აუდიტის მიზანია ორგანიზაციის სტანდარტთან შესაბამისობის შეფასება და გაუმჯობესების სფეროების გამოვლენაა.
დადგენილია თუ არა კონკრეტული მოთხოვნები ISO სერტიფიცირების დოკუმენტებისთვის?
დიახ, ISO სერტიფიცირება მოითხოვს ორგანიზაციებისგან შეინარჩუნონ დოკუმენტირებული ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია მათ მენეჯმენტის სისტემასთან. კონკრეტული დოკუმენტაციის მოთხოვნები განსხვავდება იმ ISO სტანდარტის მიხედვით, რომელიც იქნა შერჩეული. ჩვეულებრივ, დოკუმენტირებული ინფორმაცია მოიცავს პოლიტიკებს, პროცედურებს, სამუშაო ინსტრუქციებს, ჩანაწერებს და ხარისხის სახელმძღვანელოს. ორგანიზაციამ უნდა უზრუნველყოს, აღნიშნული დოკუმენტების რეგულარულად განახლება, კონტროლი და შესაბამისი პერსონალისთვის ხელმისაწვდომობა.
რა გარემოებებთან არის დაკავშირებული ISO სტანდარტების დანერგვა?
ISO სტანდარტების დანერგვამ, კომპანიები შეიძლება სხვადასხვა გამოწვევების წინაშე დააყენოს. უმეტესად, ეს დაკავშირებულია ისეთ საკითხებთან, როგორიც არის: რესურსების განაწილება: ადეკვატური რესურსები (ფინანსური, ადამიანური და ტექნოლოგიური) უნდა განაწილდეს შესაბამისობის უზრუნველყოფისთვის საჭირო ცვლილებების დასანერგად; კულტურული ცვლილება: ახალი ხარისხის ან პროცესზე ორიენტირებული კულტურის ადაპტაცია შეიძლება მოითხოვდეს მნიშვნელოვან ძალისხმევას და თანამშრომელთა მხარდაჭერას; დოკუმენტაციის მართვა: საჭირო დოკუმენტაციის შენარჩუნება და ორგანიზება შეიძლება იყოს რთული და დიდ დროის მოითხოვდეს; არსებულ პროცესებთან ინტეგრირება: არსებული პროცედურების ISO სტანდარტის მოთხოვნებთან შესაბამისობა შეიძლება მოითხოვდეს მოქმედი პრაქტიკის კორექტირებას; ტრენინგი და ცნობიერება: ყველა თანამშრომელმა უნდა გაიაზროს სტანდარტების მოთხოვნების აუცილებლობა და დაიცვას ისინი. რაც, თავის მხრივ საჭიროებს ყოვლისმომცველ სწავლების პროგრამებს, ცნობიერების ამაღლებისთვის.
რა ხდება, თუ ჩვენი ორგანიზაცია ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნებს აუდიტის დროს?
საქართველოს სერტიფიცირების ორგანიზაციის კონსულტანტები, მხოლოდ მაშინ გასცემენ სასერტიფიკაციო აუდიტის ჩატარების რეკომენდაციას, როდესაც კომპანია მზად არის სერტიფიკატის მისაღებად. დღეის მდგომარეობით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს სერტიფიცირების ორგანიზაციის მიერ კოორდინირებული ყველა სასერტიფიკაციო აუდიტი წარმატებული სერტიფიცირებით დასრულდა.
ჩვენი სერვისები
ჩვენ ვთავაზობთ საექსპერტო რჩევებს და დახმარებას ორგანიზაციებს, რომელთაც სურთ ISO სტანდარტების დანერგვა და შენარჩუნება
საერთაშორისო სტანდარტები
შემუშავებული და გამოქვეყნებულია სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ISO) მიერ