სერტიფიკაცია სტანდარტიზაცია

PECB-სა და საქართველოს სერტიფიცირების ორგანიზაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

PECB-სა და საქართველოს სერტიფიცირების ორგანიზაციას შორის მიღწეული შეთანხმების მიხედვით 2025 წლის 23 ივნისიდან საქართველოს სერტიფიცირების ორგანიზაცია უფლებამოსილია საქართველოში გაავრცელოს და ჩაატაროს PECB-ის საგანმანათლებლო კურსები.

ამ პარტნიორობის შედეგად, PECB-ის პროფესიული მომსახურება ერწყმება საქართველოს სერტიფიცირების ორგანიზაციის შესაძლებლობებს, რაც უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის ტრენინგ კურსების ჩატარებას ყველა დაინტერესებული პირისთვის.

PECB-ის გენერალურმა დირექტორმა, ტიმ რამამ, აღნიშნა: „მოხარულები ვართ, რომ საქართველოს სერტიფიცირების ორგანიზაციასთან ერთობლივი ძალისხმევა შესაძლებლობას მოგვცემს, გავზარდოთ ცნობიერება ISO სტანდარტების მნიშვნელობაზე. ამ შეთანხმების შემდეგ პირადად მე კმაყოფილი ვარ საქართველოს სერტიფიცირების ორგანიზაციასთან თანამშრომლობით. ჩვენი პარტნიორული პროგრამა მუდმივად ვითარდება და ვაგრძელებთ ინიციატივების წახალისებას პარტნიორობის გასაძლიერებლად და ბაზარზე წარმატებული პოზიციის დასამკვიდრებლად. ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ მივაღწიეთ შეთანხმებას, რომელიც ორივე კომპანიისთვის სასარგებლოა.”

„ჩვენთვის დიდი პატივია, გავხდეთ PECB-ის პარტნიორი – გლობალურად აღიარებული ლიდერისა, სერტიფიცირებისა და ტრენინგების სფეროში,” – განაცხადა ნინო მეშველაშვილმა, საქართველოს სერტიფიცირების ორგანიზაციის დირექტორმა. „ეს თანამშრომლობა კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს მზადყოფნას, უზრუნველვყოთ ხარისხიანი სწავლება და საკონსულტაციო სერვისები საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. ამ პარტნიორობის მეშვეობით ჩვენს კლიენტებს ეძლევათ შესაძლებლობა შეიძინონ სათანადო ცოდნა და უნარები, რაც მათ კონკურენტულ გარემოში წარმატების მიღწევაში დაეხმარება. ერთობლივად ჩვენ ვმუშაობთ რეგიონში შესაბამისობის, ხარისხისა და უწყვეტი გაუმჯობესების კულტურის გაძლიერებაზე.”

ნათია სიმონიშვილმა, საქართველოს სერტიფიცირების ორგანიზაციის დირექტორმა, დასძინა: „მოხარულები ვართ, რომ ოფიციალურად ვაფორმებთ პარტნიორობას PECB-თან – საერთაშორისოდ აღიარებულ ლიდერთან პროფესიული ტრენინგებისა და სერტიფიცირების სფეროში. ეს თანამშრომლობა ჩვენთვის მნიშვნელოვანი ეტაპია, რადგან შესაძლებლობას გვაძლევს გავაფართოვოთ ჩვენი სერვისების სპექტრი და საქართველოში შემოვიტანოთ საერთაშორისო დონეზე აკრედიტებული ISO ტრენინგ კურსები. მიგვაჩნია, რომ ეს შეთანხმება ხელს შეუწყობს საქართველოში ხარისხზე ორიენტირებული კულტურის განვითარებას. ცნობიერების ამაღლების კამპანიებით მიზნად ვისახავთ ISO სტანდარტების გაცნობას არა მხოლოდ ბიზნეს სექტორში, არამედ ფართო საზოგადოებაშიც.
გვწამს, რომ დროთა განმავლობაში ეს გამოიწვევს უფრო მეტ ჩართულობას და დაინტერესებას, რაც საბოლოოდ ხელს შეუწყობს საზოგადოების კეთილდღეობასა და მდგრად განვითარებას.”

PECB-ის შესახებ
PECB არის სერტიფიცირების ორგანო, რომელიც მიზნად ისახავს ციფრული სერვისების მიმართ სანდოობის განვითარებას განათლებისა და სერტიფიცირების ფართო სპექტრის პროგრამების მეშვეობით. PECB 150-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი და ეხმარება პროფესიონალებს განავითარონ და დაადასტურონ თავიანთი ექსპერტული კომპეტენცია ციფრული უსაფრთხოებისა და სხვა დისციპლინებში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: https://pecb.com

საქართველოს სერტიფიცირების ორგანიზაციის შესახებ
საქართველოს სერტიფიცირების ორგანიზაცია არის თბილისში დაფუძნებული საკონსულტაციო კომპანია, რომელიც სპეციალიზირებულია ინდივიდუალურად მორგებულ საკონსულტაციო გადაწყვეტილებებსა და ISO სტანდარტების დანერგვის სრულ მხარდაჭერაზე, რაც ხელს უწყობს მდგრად განვითარებასა და ოპერაციულ სრულყოფილებას. საქართველოს სერტიფიცირების ორგანიზაცია იცავს გამჭვირვალობის, თანამშრომლობისა და პროფესიული ეთიკის უმაღლეს სტანდარტებს, რაც უზრუნველყოფს ორგანიზაციის მიერ მხარდაჭერილი სტანდარტის დანერგვის შესახებ სერტიფიკატების სრულ შესაბამისობას საერთაშორისო პრაქტიკასთან. ეს თავის მხრივ გადამოწმებადია გლობალურად აღიარებულ სერტიფიცირების ბაზებში. დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ: www.geocertification.org